სოფელ ვარდისუბანში 20 ნომრიანი სასტუმრო აშენდება

 (photo: )

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში ახალი სასტუმრო აშენდება, რომლისთვის არანაკლებ 1 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება. 

ტერიტორია, სადაც არანაკლებ 20-ნომრიანი სასტუმროს, რესტორნებისა და ავტოსადგომის მშენებლობა იგეგმება, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 100 000 ლარად საკუთრებაში გადაეცა ფიზიკურ პირს, გიორგი თათილაშვილს. 

საპრივატიზებო პირობების თანახმად, თათილაშვილმა თანხა ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი თვის ვადაში უნდა გადაიხადოს; თორმეტი თვის ვადაში კი 50 000 ლარის ოდენობის ფულადი კომპენსაცია უნდა გადარიცხოს ეროვნული სატყეო სააგენტოს ანგარიშზე.

„პრემიერ–მინისტრის განკარგულების თანახმად, მე, როგორც ინვესტორი ვალდებული ვარ, აღნიშნული ტერიტორიის არანაკლებ 75% ფართობზე არსებული მერქნიანი მცენარეები შევინარჩუნო. 20 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა ახლო მომავალში დაიწყება“, – განუცხადა knews.ge–ს გიორგი თათილაშვილმა.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“