პანკისში ჯოყოლო-დუმასტურის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა დასრულდა

 (photo: )

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლების ჯოყოლოსა და დუმასტურის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა დასრულდა. 

პანკისის ხეობის მაცხოვრებლები საფეხმავლო ხიდის აშენებას წლების განმავლობაში ითხოვდნენ. ხიდის აშენებამდე მდინარე ალაზანზე ადგილობრივებმა საკუთარი ძალებით საცალფეხო ხის ხიდი მოაწყეს, თუმცა ადიდებულმა ალაზანმა ის რამდენჯერმა წაიღო. სოფლებს შორის 2 მეტრი სიგანისა და 100 მეტრი სიგრძის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა 2013 წელს დაიწყო. დაუსრულებელ კონსტრუქციაზე გადასვლა ადგილობრივებისათვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდა.

როგორც knews.ge–ს სოფელ დუმასტურში მცხოვრებმა ედიშერ წინაწალაშვილმა განუცხადა, ხიდიდან 2 წლის წინ ორი ადამიანი გადავარდა, რამდენიმე კი მძიმედ დაშავდა.
„ეხლაღა დაასრულეს ამ ხიდის მშენებლობა. სანამ ხიდის მშენებლობა დასრულდებოდა, ძალიან საშიში იყო გადასვლა. ორი წლის წინ ხიდიდან ორი ადამიანი გადავარდა, თუმცა ისინი ვერ გადაარჩინეს“, – განუცხადა knews.ge–ს ედიშერ წინაწალაშვილმა. 
ახმეტის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი ბექა ბაიდაური ხიდის მშენებლობის დასრულებას მოსახლეობას 2016 წლის 1 იანვარს ჰპირდებოდა. 
ხიდის მშენებლობისთვის ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტიდან 177 115 ლარი გამოიყო.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“