თელავში მიმდინარეობს სტუმარმასპინძლობის კონკურსი

 (photo: )

თელავში სტუმარ-მასპინძლობის კონკურსი მიმდინარეობს, რომლის მიზანია საკუთარი კუთხის ტრადიციების წარმოჩენა. 

კონკურსის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციებს ცნობილი ადამიანები სახალისო ვიდეოების საშუალებით აცნობენ. კახეთის რეგიონიდან კონკურსში მონაწილეობს მსახიობი ზაზა კოლელიშვილი. 
"სტუმარ–მასპინძლობის კონკურსის ფარგლებში თელავის თეატრის მსახიობის, ვანო იანტბელიძის მარანში ვუმასპინძლე სტუმრებს. ბუხარში შევწვით მწვადი და, რა თქმა უნდა, კახური ღვინით დავლიეთ ტრადიციული სადღეგრძელოები", – განუცხადა knews.ge–ს ზაზა კოლელიშვილმა. 
კონკურსის მხარდამჭერია მაიონეზი "სლობოდა". კონკურსის გამარჯვებულს “სლობოდა” სამზარეულოს წვრილ ტექნიკას გადასცემს, ხოლო მეორე ადგილზე გასულ კონკურსანტს კი "Lopota Lake Resort & Spa" ორი ღამით უმასპინძლებს. კონკურსის გამარჯვებული ფეისბუქის მოწონებების მიხედვით გამოვლინდება. 
ყველაზე მეტი მოწონების მქონე ვიდეოს ავტორის ვინაობა 30 დეკემბერს, 19:00 საათზე, გახდება ცნობილი.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“