საგარეჯოს საკრებულოში 5 კომისია და 1 ფრაქცია შეიქმნა

 (photo: )

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ხუთი მუდმივმოქმედი კომისია და ერთი ფრაქცია "ქართული ოცნება" შეიქმნა. 

,,ხუთი მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარეც ავირჩიეთ. იურიდიულ საკითხთა კომისიას ზურაბ უსტიაშვილი უხელმძღვანელებს, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას – ელენე სამხთუაშვილი, სოციალური, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიას – თამაზ ურდულაშვილი, ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიას – ივანე ივანიშვილი, ხოლო სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების კომისიას კი – გივი ბედიაშვილი. რაც შეეხება ფრაქციას მხოლოდ ერთი ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ დარეგისტრირდა, რომლის თავმჯდომარე იქნება ელდარ მეფარიძე", – განუცხადა knew.ge-ს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ოთარ ჩალათაშვილმა.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“