თელავში ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

 (photo: aijohn784)

ქალაქ თელავში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.

ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და სახლს შეეჯახა. 

დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. როგორც knews.ge–ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რომელმაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია .

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“