თელავში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

 (photo: )

თელავში, გუშინ გვიან ღამით, 40 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ბინაში ქირით ცხოვრობდა. გარდაცვალების მიზეზი ამ დრომდე უცნობია. 

როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რომელიც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“