თელავის სპორტსკოლაში 50-მდე სპეცრაზემელია მობილიზებული

 (photo: )

თელავში, ალაზნის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცდანიშნულების რაზმია მობილიზებული.

ადგილზე სპეცრაზმის 50-მდე ავტომობილია, რომლებიც სპორტკომპლექსის შენობაში განთავსდნენ. როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, თელავში არც სპეცოპერაცია მიმდინარეობს და არც რაიმე სახის საპოლიციო ღონისძიება.

"არაფერი არ ხდება. სპეციალური დანიშნულების რაზმი სპეცოპერაციის ჩატარებისთვის არ არის მობილიზებული. სხვას ვერაფერს ვერ გეტყვით, - განუცხადეს knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

სპორტსკოლის ხელმძღვანელის, ზაქარია კევლიშვილის ინფორმაციით, სპეცრაზმელები შენობაში სავარჯიშოდ არიან მისულები.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“