თემირლან მაჩალიკაშვილის დედა – სპეცრაზმი ჩვენთან შეცდომით მოვიდა

 (photo: )

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის დედა მედიკო მარგოშვილი არ გამორიცხავს, რომ მის ოჯახში სპეცრაზმი შეცდომით შევიდა. 

„ჩემს შვილს ხელყუმბარა არ ჰოქნია. რასაც აბრალებენ, ტყულია. გვგონია, რომ სპეცრაზმი ჩვენთან შეცდომით მოვიდა. ალბათ სხვაგან უნდა მისულიყვნენ და ჩვენთან მოვიდნენ. ჩემი უდანაშაულო შვილი სიკვდილს ებრძვის“, - განუცხადა knews.ge–ს მედიკო მარგოშვილმა. 
მარგოშვილის მტკიცებით, სამართალდამცავებმა მის შვილს სახლში შესვლისთანავე ესროლეს და ტემირლან მაჩალიკაშვილს სპეცრაზმის წევრებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია. 
„ისიც ტყულია, რომ ჩემმა შვილმა სპეცრაზმს წინააღმდეგობა გაუწია. როგორც კი სპეცრაზმმა კარი შეამტვრია, მაშინვე სროლის ხმა იყო. წინააღმდეგობას როგორ გაუწევდა. ჩემს შვილს ეძინა, როდესაც ესროლეს“, - აღნიშნა მარგოშვილმა.
სპეცოპერაცია პანკისის ხეობაში, 26 დეკემბერს, გამთენიისას, ჩატარდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისსა და ომალოში დააკავა 4 პირი: ზურაბ გორნაკაშვილი, რუსლან ალდამოვი, ბადურ ჩოფანაშვილი და თემირლან მაჩალიკაშვილი, ხოლო თბილისში - რამაზ მარგოშვილი. ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მაჩალიკაშვილი დაიჭრა. ბრალდებულს ნეიროქირურგიული ოპერაცია სამი დღის წინ ჩაუტარდა. გუშინ ის თბილისში. ე.წ. მიხაილოვის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას ქალა ტვინის გამჭოლი ჭრილობა აქვს. მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაილურად მძიმეა. სპეცრაზმის წევრების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოძიება უკვე დაიწყო. ერირიზმის ხელშეწყობის საქმეზე მაჩალიკაშვილისთვის სახელწმიფო უსაფრთხოების სამსახურს ამ დრომდე ბრალი არ წაუყენებია. მაჩალიკაშვილის ადვოკატის, ცირა ჯავახიშვილის განცხადებით, შესაძლოა მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი არ წაუყენონ. პანკისის სპეცოპერაციის დროს დაკავებულ ოთხ ბრალდებულს კი თბილისის საქალაქო სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიების სახედ, პატიმრობა შეუფარდა.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“