სასამართლომ ახმეტაში დაკავებულ ზურაბ იდოიძეს პატიმრობა შეუფარდა

 (photo: )

თბილისის საქალაქო სასამართლომ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ომალოში მცხოვრებ ზურაბ იდოიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 

მას პროკურატურა ახმედ ჩატაევისა და მისი დაჯგუფების წევრების დახმარებას ედავება. როგორც მისმა ადვოკატმა დავით მოდებაძემ knews.ge-ს განაცხადა, იდოიძე დანაშაულს არ აღიარებს.
”სასამართლოს გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო. ზურაბ იდოიძეს ბრალი გუშინ წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით, რომელიც ტერორისტული ორგანიზაციის ხელშეწყობას გულისხმობს. ის კვლავ დუმილის უფლებას იყენებს და დანაშაულს არ აღიარებს. საქმის მასალებს დეტალურად გავეცნობი და კომენტარს მოგვიანებით გავაკეთებ“, - განუცხადა knews.ge-ს დავით მოდებაძემ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ზურაბ იდოიძე 2018 წლის 9 იანვარს ახმეტაში დააკავა. სოფელ ომალოში ბრალდებულის კუთვნილ სახლში ჩხრეკა ჩატარდა.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“