ჭერემის მამადავითის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

 (photo: )

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფ.ჭერემში მდებარე წმ. დავით გარეჯელის სახელობის VI-VII საუკუნეების ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. 

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანება უკვე გამოქვეყნდა. ტაძარი მდებარეობს სოფელ ჭერემის ძველ სასაფლაოზე. 
„ტაძარი წარმოადგენს სამეკლესიან ბაზილიკას. გვერდითა ეკლესიები ერთმანეთთან დაკავშირებულია დასავლეთის დერეფნით. სამხრეთის ეკლესია სამხრეთით სვეტზე დაყრდნობილი ორი თაღით იყო გახსნილი. „ძეგლის სტატუსის მინიჭება ნიშნავს, რომ აღნიშნულ ობიექტზე სამართლებრივი რეჟიმი ამოქმედდება და შესაძლებელია ტაძრის რეაბილიტაციის მოთხოვნა. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭება აუცილებელია ეკლესიის უსაფრთხოებიდან გამომდინარე. 50 მეტრის რადიუსში ეკლესიის გარშემო აიკრძალება მიწის ფიზიკური სამუშაოები, რაც ძეგლს დაიცავს განადგურებისაგან“, - განუცხადა knews.ge–ს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის ძეგლთა დაცვის სპეციალისტმა, თამაზ მარკოზაშვილმა.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“