გურჯაანსა და საგარეჯოში მიწების აზომვის სამუშაოები დასრულდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მზისგულში მიწების აზმოვის სამუშაოები დასრულდა. 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის ფარგლებში აიზომა 3858 მიწის ნაკვეთი, რომლებიც 225 სარეგისტრაციო ბლოკშია განთავსებული. პროექტი, რომელიც მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება, გურჯაანისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში 2017 წლის ოქტომბერში დაიწყო, ხოლო სარეგისტრაციო პროცესი იანვრის ბოლოს დასრულდება. პროექტის ბენეფიციარებს საშუალება აქვთ გამარტივებული წესით ისრგებლონ და უფასოდ დაირეგისტრირონ მიწის ნაკვეთები.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“