სიღნაღის ბიუჯეტში ადმინისტრაციული ხარჯი 490 900 ლარით გაიზარდა

 (photo: )

სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტი 6 მილიონ 700 ათასი ლარით განისაზღვრება. 

მთავარი ფინანსური დოკუმენტით, ადმინისტრაციული ხარჯები და მერიასა და საკრებულოში თანამშრომელთა ხელფასები იზრდება. საკრებულოს თავმჯდომარის, ილია ხატიაშვილის ინფორმაციით, ადმინისტრაციულმა ხარჯმა 490 900 ლარით მოიმატა, საიდანაც 189 000 ლარი დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებაზეა გათვალისწინებული. 
,,მერიისა და საკრებულოს ადმინისტრაციული ხარჯები, ჯამში, 2 მილიონ 477 000 ლარს შეადგენს. ამ მიმართულებით თანხა მომავალი წლის ბიუჯეტში გაზრდილია 490 ათას 900 ლარით. აქედან 189 000 ლარია შრომის ანაზღაურება. ხელფასები გაზრდილია დასაქმებულთა თანამდებობის მიხედვით. ამ საკითხზე შეიძლება ვიღაცას დაებადოს კითხვა, რატომ იზრდება, მაგრამ აქ საუბარია იმ კვალიფიციური კადრების შენარჩუნებაზე, რომელიც გვყავს. გამოცდილი კადრი ძალიან ჭირს და თუ არ შევინარჩუნეთ ისინი, ჩვენი საქმიანობა არ იქნება შედეგიანი. ჩვენ გვინდა, სტიმული მივცეთ ჩვენს თანამშრომლებს, რომ მათი მუშაობა იყოს წარმატებული'',- განუცხადა knews.ge-ს ილია ხატიაშვილმა.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“