ბახალას მხარდასაჭერი აქცია თელავშიც გაიმართა

თელავში, თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,თანასწორობის მოძრაობის" ინიციატივით გაიმართა აქცია - ყველა ერთისთვის.

აქციის მონაწილეებმა ნარკოტიკების მოხმარების ბრალდებით დაკავებულ გიორგი გიორგანაშვილს მხარდაჭერა გამოუცხადეს და ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკა გააპროტესტეს. საპროტესტო აქცია თელავის გარდა თბილისში,ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმშიც ჩატარდა.

,,ვითხოვთ, გიორგი გორგანაშვილი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს საპატიმრო დაწესებულებიდან; გათავისუფლდეს თეთრი ხმაურის მოძრაობის აქტივისტი ბექა წიქარიშვილი; კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯონ საქმეში მონაწილე პოლიციელები; უმოკლეს ვადებში შეიცვალოს რეპრესიული და არაჰუმანური ნარკოპოლიტკა. მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს, გამოიჩინოს კეთილი ნება, გამოიყენოს საკუთარი უფლება-მოსილება და დაგვიბრუნოს გიორგი გიორგანაშვილი", – განუცხადა knews.ge-სთან ნინა ზაზაშვილმა.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“