თელავში ავარიის შედეგად 4 ადამიანი მძიმედ დაშავდა

 (photo: )

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენში ავტოსაგზაო შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. 

ავარიის შედეგად 4 ადამიანი მძიმედ დაშავდა. თვითმხილველების თქმით, გადჭარბებული სიჩქარით მოძრავი BMW -ს მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.
შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ მაშველებს ავტომობილიდან მგზავრების გადმოსაყვანად სპეციალური ტექნიკის გამოყენება დასჭირდათ. 
შემთხვევის ადგილზე სასწრაფო, სახანძრო და საპატრულო პოლიციის რამდენიმე ბრიგადაა მობილიზებული. 
საინფორმაციო სააგენტო pia.ge-ს ინფორმაციით, მედიკოსებს ორი დაშავებული თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ამ წუთებში გადაჰყავთ.

ფოტო: pia.ge

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“