თელაველი ძიუდოისტი საქართველოს ჩემპიონი გახდა

 (photo: )

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთაში მცხოვრები ანზორ სიდამონიძე ძიუდოში 2001-2002 წლებში დაბადებულთა შორის საქართველოს ჩემპიონი გახდა. 

როგორც სპორტსმენმა Knews.ge-ს განუცხადა, მან 50 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონის ტიტული უკვე მეორედ მოიპოვა. 
,,შეჯიბრზე და ტურნირზე მხოლოდ ის სპორტსმნები ვმონაწილეობდით, რომლებმაც მოიპოვეს საქართველოს ჭაბუკთა ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება და ლიცენზია. შეჯიბრი ჩატარდა ძიუდოს საერთაშიროსო ფედერაციის წესების მიხედვით. შეჯიბრზე სპორტსმენები 8 წონით კატეგორიაში ასპარეზობდნენ. მე 50 კგ წონით კატეგორიაში ვმონაწილეობდი და ჩემი ასპარეზობა წარმატებული გამოდგა, უკვე მეორედ გავხდი 2001-2002 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა შორის საქართველოს ჩემპიონის ტიტულის მფლობელი’, - განუცხადა Knews.ge-ს ანზორ სიდამონიძემ.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“