სოფელ ახაშენში “Akhasheni Wine Resort” იხსნება

 (photo: )

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში სასტუმრო “Akhasheni Wine Resort” იხსნება. 

როგორც knews.ge-ს „კახეთის ტრადიციულ მეღვინეობა“-ს ხელმძღვანელმა, ზურაბ ჩხაიძემ განუცხადა, სასტუმროში 35 ნომერი იქნება. მისივე ინფორმაციით, სასტუმრო ტურისტებს ოთხივე სეზონზე უმასპინძლებს.

,,გურჯაანში ტურიზმის განვითარებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროექტის განხორციელება. სასტუმრო განთავსდება ვენახებში და ვფიქრობ, ეს უნიკალურია. ასევე, სასტუმროდან კავკასიონის ხედი იქნება გადაშლილი. თუ ბევრი ტურისტი ისარგებლებს ჩვენი სასტუმროს მომსახურებით და იქნება დიდი მოთხოვნა, საქმიანობას გავაფართოვებთ. სასტუმროში დასაქმდება 35-დან 40-მდე ადგილობრივი კადრი“, - განუცხადა knews.ge-ს ზურაბ ჩხაიძემ.

მისივე თქმით, სასტუმროში მოეწყობა ღვინის მარანი, რესტორანი, ქართული კუთხე, საცურაო აუზი და სხვა. სასტუმროს მშენებლობა „კახეთის ტრადიციულ მეღვინეობას“ საქართველოს ბანკისა და DCFTA-ის პროექტის დაფინანსებით 7 თვის წინ დაიწყო. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 7 მლნ ლარია.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“