თუშეთში საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო გაიხსნება

 (photo: )

თუშეთში, სოფელ ომალოში 43 ნომრიანი სასტუმრო აშენდება, რომელიც საერთაშორისო ბრენდის „Preferred Hotels&Resorts” წევრი იქნება.

სასტუმრო ,,სამზეო" საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში გაიხსნება.

,,სასტუმრო, რომელიც შემოდგომიდან გაიხსნება, პირველ ეტაპზე 50-მდე ადამიანს დაასაქმებს და ტურიზმის სფეროს განავითარებს'', -აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

იანვრის მონაცემებით პროგრამის „აწარმოე საქართველოში“, სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების ფარგლებში მხარდაჭერილია 38 პროექტი.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“