კახეთში ე.წ. ბალზამიკოს წარმოებას გეგმავენ

 (photo: )

მიმდინარე წლიდან, კახეთში „ქართული ძმრის“, ანუ ე.წ. ,,ბალზამიკოს“ წარმოება დაიწყება.

ღვინის კომპანია "Schuchmann Wines Georgia" ქართული ძმრის გარდა, ყურძნის წიპწის ზეთსაც ამზადებს.

,,ვფიქრობთ, ორივე პროდუქტი ძალიან საინტერესოა და გვინდა, რომ მათი წარმოება ისე განვავითაროთ, რომ სამომავლოდ ექსპორტზეც გავიტანოთ", - განუცხადა knews.ge-ს კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ნუცა აბრამიშვილმა. 

მისივე თქმით, კომპანიაში წარმოებული პროდუქციის 90% ექსპორტზე 25-ზე მეტ ქვეყანაში გადის.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“