საგარეჯოში 2 ტონაზე მეტი ვადაგასული ხორცი გამოავლინეს

 (photo: )

სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეამოწმა საგარეჯოში მდებარე ხორცის გადამამუშავებელი საწარმო "აგროფერმა". 

როგორც knews.ge-ს სურსათის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, შემოწმების შედეგად 2 ტონაზე მეტი ვადაგასული და საეჭვო წარმომავლობის ხორცი გამოვლინდა. 

„ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა, საეჭვოდ მიჩნეული სურსათი დაილუქა და საწარმოს მისი განადგურება დაევალა. ხორცი მაღალი რისკის სურსათია. მომხმარებლის ჯანმრთელობის და ინტერესების დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო კონტროლს აქტიურად ახორციელებს“, - განუცხადეს knews.ge-ს სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“