თელავში ახალგაზრდა მამაკაცი ჩამომხრჩვალი იპოვნეს

 (photo: )

ქალაქ თელავში, რუსთაველის გამზირზე, ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვნეს.

knews.ge-ს ინფორმაციით, გარდაცვლილი ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა საკუთარ საცხოვრებელ სახლში ჩამომხრჩვალი ნახეს. ამ ეტაპზე უცნობია, რა გახდა თვითმკვლელობის მიზეზი. 
როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რომელიც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“