თელავში 2018 წლის ქალბატონები დააჯილდოვეს

თელავის გენდერის მედიაცენტრის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი წელს 3 ქალბატონს ერგო. 

საზეიმო ცერემონიალზე წლის ქალბატონის პრიზი და საპატიო ჯილდოები გადაეცათ თელავის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორს, თინათინ ხანჯალიაშვილს, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ვეჟინის“ ხელმძღვანელს, ლაურა ხარიტონაშვილს და სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის საბჭოს თავმჯდომარეს, ზეინაბ კაკალაშვილს.

,,მოულოდნელი და საკმაოდ ამბიციური ჯილდოა. ჩემი აქტივობები ყოველთვის მიმართულია ბავშვებისა და ქალების უფლებების დაცვისაკენ. ეს ჯილდო კიდევ უფრო მეტ პასუხიმგებლობას მაკისრებს სამომავლოდ“, - განუცხადა Knews.ge-ს თელავის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორმა თინათინ ხანჯალიაშვილმა.

,,ამ სასიამოვნო სიურპრიზმა მომცა მეტი პასუხისმგებლობა, რომ ქალთა საკითხებზე უფრო მეტი ვიმუშავო. ბევრ სამუშაოსთან ერთად დიდი ისტორიაც გვაქვს, ჯერ კიდევ რომელ საუკუნეში გვყვავდა მეფე ქალი. ერთი მხრივ უნდა დავეწიოთ საზოგადოებრივ პროცესებს, გავაცნოთ თავიანთი უფლებები, თავიანთი ფუნქციები გააცნობიერონ“, - ამბობს knews.ge-სთან საუბრისას არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ვეჟინის“ ხელმძღვანელი ლაურა ხარიტონაშვილი.

,,ჩვენი ორგანიზაცია მუშაობს პედაგოგების კარიერული წინსვლაზე, რაც მაქსიმალურ აქტივობებს მოითხოვს. ჩვენი მთავარი ფუქნციაა, რომ ახალგაზრდებმა მიიღონ შესაბამისი განათლება და იყვნენ ჩართულები საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ვეცდებით, რომ თქვენი ჯილდო მეტი წარმატებით გავამართლოთ“, - აღნიშნა სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის საბჭოს თავმჯდომარემ ზეინაბ კაკალაშვილმა.

თელავის გენდერის მედია ცენტრის ხელძღვანელის, მაია მამულაშვილის განცხადებით, ღონისძების მიზანია ხელი შეუწყოს ადგილობრივ დონეზე მცხოვრებ ქალებს, იყვნენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩართულები.

,,თელავის გენდერის მედია ცენტრი ყოველ წელს ხელს უწყობს ქალთა აქტიურობას და მათ ჩართულობას. ეს არის ერთგვარი წამახალისებელი ჯილდო, რომელსაც აწესებს გენდერის მედია ცენტრი. წელს, 3 ქალბატონი გამოვარჩიეთ სამოქალაქო სექტორში შეტანილი წვლილისათვის, ასევე სამოქალაქო განათლებისა და ქალთა პოლიტიკაში ჩართულობის მიმართულებით“, - განმარტავს მამულაშვილი.

ღონისძიების მხარდამჭერიები: საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი IFES, USAID საქართველო და ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის. 

შეგახსენებთ, რომ წლის ქალის დაჯილდოება თელავის გენდერის მედიაცენტრის მიერ უკვე 4 წელია ტარდება და მიზნად ისახავს ქალთა სამოქალაქო და პოლიტიკური მონაწილეობის ხელშეწყობას ადგლობრივ დონეზე. 

მაია მამულაშვილი, თელავის გენდერის მედია ცენტრის ხელძღვანელი 

მაია მამულაშვილი, თელავის გენდერის მედია ცენტრის ხელძღვანელი.

თინათინ ხანჯალიაშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორი 

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის საბჭოს თავმჯდომარე ზეინაბ კაკალაშვილი.

თელავის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორი თინათინ ხანჯალიაშვილი.

თინათინ ხანჯალიაშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორი

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის საბჭოს თავმჯდომარე, ზეინაბ კაკალაშვილი.

ლაურა ხარიტონაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ვეჟინის“ ხელმძღვანელი.

თინათინ ხანჯალიაშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორი.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“