სიღნაღის მერიასთან სოფელ ილიაწმინდის მოსახლეობამ აქცია გამართა

 (photo: )

სიღნაღის მუნიცხიპალიტეტის სოფელ ილიწმინდის მოსახლეობამ მერიის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართა. ისინი ადგილობრივ ხელისუფლებას წლების წინ გასხვისებული მიწების დაბრუნებას სთხოვენ.

,,ფაქტობრივად სოფლის მოსახლეობას მიწა აღარ გვაქვს. სასოფლო-სამეურნეო მიწები ხელისუფლებამ უცხოელებს მიჰყიდა. ქონება გადის სოფლიდან და ჩვენ არაფერი გვრჩება. სახნავ-სათესი მიწები და საძოვრები არ გვაქვს. ყველა ქალაქში ვერ ვიცხოვრებთ. ვითხოვთ, რომ წლების წინ გასხვისებული მიწები სოფელ დაუბრუნდეს", - განუცხადა knews.ge-ს სოფელ ილიაწმინდის მაცხოვრებელმა, გოჩა ყანდაშვილმა.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გოგილაშვილი კი აცხადებს, რომ სოფელში მიწები და საძოვრები წინა ხელისუფლების დროს გასხვისდა და ამჟამად უცხოელი მფლობელი აღნიშნულ ტერიტორიებს კანონიერად ფლობს.
"ჩვენ არ გავქვს უფლება, რომ კერძო მფლობელი დავაზარალოთ და მიწები წავართვათ. ჩვენ ვალდებულები ვართ, დავიცვათ კერძო მფლობელის ინტერესები. სოფელ ილიაწმინდაში არსებული სასოფლო-სამუერნეო მიწები წინა ხელისუფლების დროს გასხვისდა. ამ პროცესში ფიგურირებდნენ ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები", - განუცხადა knews.ge-ს გიორგი გოგილაშვილმა. 
სოფელ ილიაწმინდას მოსახლეობა სოფლისთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების დაბრუნებას 2012-2013 წლებშიც ითხოვდა. მათი განცხადებით, წლებია სოფელი სახნავ-სათესი მიწის გარეშეა დარჩენილი. ადგილობრივების ინფორმაციით, 2010 წელს, პრეზიდნეტის განკარგულებით, სოფელში არსებული 1700-მდე ჰექტარი სასოფლო-სამურნეო დანიშნულების მიწის ფართობი ისე გაიყიდა, რომ მოსახლეობა ინფორმირებული არ იყო.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“