კარდენახის, ბაკურციხისა და კოლაგის 2400 აბონენტს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება

 (photo: )

შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ კარდენახის გაზგამანაწილებელ სადგურში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს. 

კერძოდ, ძველი დაზიანებული მრიცხველი ახლით შეიცვლება.
როგორც knews.ge-ს“ შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში" განუცხადეს, შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, მიმდინარე წლის 13 მარტს, ერთი საათით, 13:00დან 14:00 საათამდე, ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება სოფლების: კარდენახის, ბაკურციხისა და კოლაგის 2400 აბონენტს. 
„შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ სისტემის გამართულად ფუნქციონირებისათვის სისტემატურად ახორციელებს შესაბამის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. კომპანიის ტექნიკური ჯგუფების მიერ განხორციელებული სამუშაოები უზრუნველყოფს მომხმარებლების უწყვეტ, უსაფრთხო და საიმედო გაზმომარაგებას“, - განუცხადეს knews.ge-ს შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში“.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“