კომპანია "გრინ ვილიჯი" ვარდის წარმოების გაზრდას აპირებს

 (photo: )

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მდებარე კომპანია "გრინ ვილიჯი'' ვარდის წარმოების გაზრდას აპირებს. 

კომპანიას კახეთში 4 წელია ეთერზეთების საწარმო აქვს და მოყვანილი ვარდის ესენციის ექსპორტს ევროპაში, ამერიკასა და იაპონიაში ახორციელებს. „გრინ ვილიჯს“ საკონსულტაციო მომსახურებას ეკონომიკის ყოფილი მინისტრის ლაშა ჟვანიას კომპანია „გლობალ უნი გრუპი“ უწევს.
ლაშა ჟვანია აცხადებს, რომ კომპანიამ კახეთში, გურჯაანის რაიონში დამატებით 70 ჰექტარი მიწის ნაკვეთი უკვე შეისყიდა (ნაწილი სახელმწიფოსგან აუქციონის წესით გამოისყიდა, ნაწილი-კერძო მესაკუთრეებისგან). 
"ახლა მიმდინარეობს ვარდის ჩითილების დარგვის პროცესი. შედეგად, ჯამში კომპანიის საკუთრებაში უკვე 130 ჰექტარზე გამოყვანილი ვარდის ნარგავები იქნება. კომპანია დამატებით წყალსაცავებს აკეთებს იმისათვის, რომ შესაძლებელი იყოს არსებული ვარდის ნარგავების სრულად მორწყვა", - განუცხადა knews.ge-ს ლაშა ჟვანიამ. 
კომპანიაში ვარაუდობენ, რომ ახალი გაშენებული ვარდის ნარგავები მოსავალს 3 წლიწადში მოსავალს მისცემთ. „გრინ ვილიჯმა“ ვარდის წარმოების განვითარებაში საქართველოში 3,5 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“