გომბორის გზაზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა

 (photo: )

ვაზიანი-გომბორი-თელავის დამაკავშირებელ გზაზე დაწესებული შეზღუდვები აღარ მოქმედებს. 

როგორც knews.ge-ს საგზაო სამმართველოს კახეთის განყოფილების უფროსმა, თამაზ აბდულაშვილმა განუცხადა, შეზღუდვები დაწესებული იყო ძლიერი თოვისა და ყინვის გამო. 
„გომბორის უღელტეხილზე ავტომობილებს გადაადგილება უკვე შეუფერხებლად შეუძლიათ. წუხელ თოვლი აღარ მოსულა და გზაზე შეზღუდვების მოიხსნა." - განუცხადა knews.ge-ს თამაზ აბდულაშვილმა. 
ვაზიანი-გომბორი-თელავის დამაკავშიებელ გზაზე საავტომობილო მოძრაობა გუშინ შეიზღუდა. გზაზე გადაადგილება დასაშვები იყო მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანებისთვის და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“