საგარეჯოელმა გიორგი ბორაშვილმა კიკბოქისნგის საერთაშორისო ტურნირში გაიმარჯვა

 (photo: )

საგარეჯოში, კიკბოქსინგში, საერთაშორისო ტურნირი "ევრაზიის ფესტივალი“, K1 კიკბოქსინგის და MMA-ის ვერსიით ჩატარდა.

 ტურნირში საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავის მცხოვრებმა გიორგი ბორაშვილმა პირველი ადგილი დაიკავა, რომელიც 63 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. 
„ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვე. დაძაბული ორთაბრძოლები მქონდა. განსაკუთრებით საინტერესო იყო ფინალური შეხვედრა, მაგრამ მოწინააღმდეგე მაინც დავამარცხე“, - განუცხადა knews.ge-ს გიორგი ბორაშვილმა. 
საერთაშორისო ტურნირი კიკბოქსინგში „ევრაზიის ფესტივალი“, ქალაქ საგარეჯოში, 10-11 მარტს გაიმართა. ტურნირში 8 ქვეყნის ასამდე სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“