სოფელ კონდოლში შვილმა დედა ნაჯახით მოკლა

 (photo: )

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში შვილმა მოკლა დედა. knews.ge-ს ინფორმაციით, 64 წლის ტ.ა.-მ 92 წლის დ.ა.-ს ნაჯახი თავში ჩაარტყა. დ.ა. ადგილზე გარდაიცვალა. 

როგორც knews.ge-ს ადგილობრივებმა განუცხადეს, მკვლელობაში ბრალდებულს საკუთარ დედასთან ხშირად ჰქონდა კონფლიქტი. 
knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში მკვლელობის ფაქტი დაუდასტურეს. შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა დანაშაულში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. უწყების ცნობით, გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 108-ე 11 მუხლით, რომელიც ოჯახური ძალადობის ნიადაგზე განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“