თელავში ავარიას 23 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

 (photo: )

თელავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. რუსთაველის ქუჩაზე მოძრავი ავტომანქანა ხეს შეეჯახა, რომლის შედეგად 23 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. 

მანქანაში მყოფმი მამა-შვილმი კი მძიმედ დაშავდა. სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ორივე მათგანი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. 
როგორც knews.ge-ს თელავის რეფერალურ საავადმყოფოში განუცხადეს. პაციენტების მდგომარეობა ამ ეტაპზე მძიმეა.
შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისროში განუცხადეს, გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას, რომელმაც გამოიაწვია ადმიანის სიცოცხლის მოსპობა.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“