თელავის სპორტის ახალი სასახლე ხელბურთში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს

 (photo: )

"თელავის სპორტის ახალი სასახლე ხელბურთის ჩემპიონატს უმასპინძლებს“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პარტია "ქართული ოცნების" საოლქო ორგანიზაციის კონფერენციაზე გააკეთა. 

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, სპორტული კომპლექსის მშენებლობაზე, დაახლოებით, 10 მილიონი დოლარი დაიხარჯება. 

,,დასასრულს უახლოვდება თელავში მულტიფუნქციური, ორდარბაზიანი სპორტის სასახლის მშენებლობა, რომელიც სპორტის სხვადასხვა სახეობაზეა გათვლილი. დიდი დარბაზი 1 500 მაყურებელს დაიტევს, ხოლო პატარა - 500 მაყურებელს. წელს სწორედ ეს სასახლე უმასპინძლებს ხელბურთის ჩემპიონატს", - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა. 

სპორტული კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე დასასვენებელი სკვერის მოწყობაც იგეგმება.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“