გურჯაანში გერმანულ-ქართული ფესტივალები ჩატარდება

 (photo: )

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის საგარეო ურთიერთობების, საერთაშორისო პროექტებისა და ტურიზმის განვითარების განყოფილების ხელმძღვანელის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში გურჯაანში საფუძველი ჩაეყრება გერმანულ-ქართულ ფესტივალებს.

როგორც knews.ge-ს ნინო ნინოშვილმა განუცხადა, აღნიშნულ საკითხზე მერია აქტიურად მუშაობს.
მისივე თქმით, გერმანიის გარდა, საერთაშორისო პროექტების განხორციელება იგეგმება გურჯაანის მუნიციპალიტეტთან დამეგობრებულ სხვა ქვეყნებთანაც, მათ შორის, უკრაინასა და პოლონეთთან. 
,,ცოტა ხნის წინ მერიის საგარეო ურთიერთობების, საერთაშორისო პროექტების და ტურიზმის განვითარების განყოფილების და კულტურის სამსახურის ინიციატივით, ჩამოვიდნენ გერმანელი მუსიკოსები, რომლებმაც აქ გამართეს კონცერტი. ამის შემდეგ დაიგეგმა ერთობლივი ღონისძიებების განხორციელება. სულ მალე იგეგმება, რომ გურჯაანელი ახალგაზრდები წავიდნენ მიუნხენში და კონცერტებში მიიღონ მონაწილეობა. გარდა ამისა, გერმანიასთან ერთად სხვადასხვა პროექტის განხორციელებაც იგეგმება. მაისი-ივლისის პერიოდში ვგეგმავთ ორკვირიან გერმანულ-ქართულ ფესტივალებს, რომლის ფარგლებშიც მასტერკლასებს ჩაატარებენ გერმანელი მუსიკოსები. მჭიდრო თანამშრომლობას ვგეგმავთ პოლონეთთან და უკრაინასთანაც და მათთან ერთად გვინდა, ერთობლივი პროექტები განვახორციელოთ’’,- განუცხადა knews.ge-ს ნინო ნინოშვილმა.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“