თელავის ბიუჯეტიდან სოფლებში ნაგავსაყრელების დასუფთავებისთვის 50 000 ლარია გამოყოფილი

 (photo: )

თელავის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტიდან უკანონო ნაგავსაყრელების დასუფთავებისთვის 50 000 ლარია გამოყოფილი. 

თელავის მერის, შოთა ნარეკლიშვილის თქმით, ამ მიმართულებით არსებული პრობლემების მოსაგვარებლად აქტიურად მუშაობენ. 
,,სოფლებში ნაგავსაყრელების გასაწმენდად და არსებული პრობლემების მოსაგვარებლად უახლოეს პერიოდში გადავდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს. მოსახლეობის დაჯარიმების რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა, თუმცა ხალხი ნაგავს ძირითადად ღამის საათებში ყრის ხევებში, რის გამოც ყველა შემთხვევაზე სანქციების გაცემა ფიზიკურად შეუძლებელია. ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტის სოფლებში სტიქიური ნაგავსაყრელების მონიტორინგი მიმდინარეობს და დასუფთავდება ყველა ის ტერიტორია, სადაც ყველაზე რთული ვითარებაა. დასუფთავების სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 50 000 ლარია გამოყოფილი. ხევების გასაწმენდად გამოცხადდება ტენდერი და გამარჯვებული კომპანია მათი დასუფთავების სამუშაოებს უახლოეს მომავალში დაიწყებს", - განაცხადა ნარეკლიშვილმა ,,აიპრესთან,, საუბრისას. 
როგორც knews.ge-ს თელაველებმა განუცხადეს, აუცილებელია აღნიშნული პრობლემების მოგვარება მერიამ რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს, რადგან ხევებთან, სადაც ნაგავი ყრია, ხშირად გადაადგილება პირუტყვი და ისინი ბალახთან ერთად გადაყრილ საყოფაცხოვრებო ნარჩენებსაც ჭამენ, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის, როგორც ცხოველის ისე ადამიანის ჯანმრთელობას.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“