თელავში „საქართველოს სინფონიეტა“ კონცერტს გამართავს

 (photo: )

პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით, თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი - „საქართველოს სინფონიეტა“ საქართველოს რეგიონებში კონცერტებს გამართავს. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ღონისძიებები საქართველოს 5 რეგიონის 7 ქალაქში, მათ შორის თელავში, გაიმართება. გიორგი ჩოგოვაძის ინფორმაციით, „საქართველოს სინფონიეტას" კონცერტი ქალაქ თელავში 27 აპრილსაა დაგეგმილი.

,,პროექტის ფარგლებში, პროგრამის მოსამზადებლად ორკესტრთან იმუშავებს და კონცერტში მონაწილეობას მიიღებს გამოჩენილი გერმანელი მევიოლინე და დირიჟორი კრისტოფ მაიერი. ის ბაროკოს ეპოქის მუსიკის ავთენტური შესრულების ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო სპეციალისტია მთელ მსოფლიოში", - აცხადებს ჩოგოვაძე.

 

ფოტო: გიორგი ბეჟანიშვილი

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“