გურჯაანში ავტომობილების სიჩქარის განმსაზღვრელი რადარები დამონტაჟება

 (photo: )

ქალაქ გურჯაანში ავტომობილების სიჩქარის განმსაზღვრელი რადარები ზაფხულში დამონტაჟდება.

როგორც knews.ge-ს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა განუცხადა, 84 რადარის შესაძენად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 160 000 ლარი დაიხარჯება.

არჩილ ხანდამაშვილის თქმით, რადარები დააფიქსირებს გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომობილების მძროლებს, რომლებიც დაჯარიმდებიან. 

„ზაფხულში ქალაქში განთავსდება კამერები და რადარები, რომელიც დააფიქსირებს გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავ ავტომობილებს. ჩემი აზრით, ეს საგრძნობლად გადაჭრის ამ პრობლემას. ამ მიმართულებით მიმდინარეობს პროცედურული სამუშაოები შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საავტომობილო გზების დეპარტამენტს შორის. რადარები განთავსდება ცენტრალურ მაგისტრალზე“, - განუცხადა Knews.ge-ს არჩილ ხანდამაშვილმა.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“