თბილისში მოკლული ახალგაზრდა ქალი სოფელ სანიორეში გადაასვენეს

 (photo: )

თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მოკლული 24 წლის თაკო გობაძე თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ სანიორეში გადაასვენეს. 

გოგონას ნათესავების ინფორმაციით, ბრალდებული ვ.ბ. მოკლულის მამინაცვალია. როგორც მოკლულის ბებიამ პირველ არხს განუცხადა, ვ.ბ. ყოფილ მეუღლეს შერიგებას სთხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, შვილის მოკვლით ემუქრებოდა. მათივე ინფორმაციით, ვ.ბ. ყოფილ ცოლზე ფიზიკური ძალადობის გამო სასჯელსაც იხდიდა, ხოლო ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ყოფილ მეუღლეს ისევ ემუქრებოდა.

„დედა-შვილმა მუქარების გამო, პოლიციას მიმართა და განცხადება შეიტანა. თაკო პოლიციის შენობიდან დედაზე ადრე გამოვიდა. ბავშვები საბავშვო ბაღიდან გამოიყვანა. ალბათ, ვ.ბ. გზიდან აედევნა და განზრახვა შეასრულა“, – განაცხადეს ნათესავებმა.

როგორც knews.ge - ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“