მოკლული თელაველი ქალის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

 (photo: )

თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი თელაველი ქალის მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთი პირი დააკავა. 

შსს-ს ინფორმაციით, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავებულია 1968 წელს დაბადებული თ.ბ. დანაშაული ჯარიმას ან 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 13 აპრილს თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული ვ.ბ., რომელიც სამართალდამცველებმა 14 აპრილს თელეთში დააკავეს, შემთხვევის ადგილიდან მიმალვის შემდეგ, თავის ახლობელთან - თ.ბ.-სთან მივიდა და მის სახლში იმალებოდა. თ.ბ.-მ მომხდარი მკვლელობის შესახებ იცოდა, მაგრამ პოლიციას არ შეატყობინა“, - განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში. 
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით, რომელიც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს. 
სამართალდამცველებმა, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებული 1972 წელს დაბადებული ვ.ბ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით შაბათს დააკავეს.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“