თელავში ორი სასტუმროს მშენებლობა სექტემბრისთვის დასრულდება

 (photo: )

"საპარტნიორო ფონდის“ საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორის ინფორმაციით, წინანდალში სასტუმრო "რედისონის" და ლოპოტაზე არსებული სასტუმროს გაფართოვების სამუშაოები სექტემბრისთვის დასრულდება. 

გიორგი დანელიას თქმით, "საპარტნიორო ფონდის" პროექტებში სასტუმროების განვითარებას საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. 
"კახეთში ამ ეტაპზე ორი სასტუმროს მშენებლობა აქტიურ ფაზაშია და მათი მშენებლობა, სავარაუდოდ, სექტემბრისთვის დასრულდება. ეს არის წინანდლის "რედისონი" და სასტუმრო "ლოპოტას" გაფართოების პროექტი. "ლოპოტაში" დახლოებით 70 ნომერს ვამატებთ, ასევე იქნება შატო, რესტორანი და ა.შ. წინანდალში მშენებარე სასტუმროში კი მინიმუმ 120 ნომერი, სპა ცენტრი, საკონცერტო სივრცე, შეხვედრებისა და საკონფერენციო ოთახები განთავსდება. ეს ტერიტორია მოიცავს ასევე ალექსანდრე ჭავჭავაძის მუზეუმს, სადაც ერთი კომპლექსი შეიქმნება“, - განაცხადა გიორგი დანელიამ.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“