ხვალ საგარეჯოში საპროტესტო აქცია გაიმართება

 (photo: )

ხვალ, 11:00 საათზე, საგარეჯოში აქცია გაიმართება. პარტია "თავისუფალი" საქართველო საგარეჯოში მცხოვრები ერთ-ერთი ოჯახის გამოსახლებას გააპროტესტებს. 

პარტიის თავმჯდომარის ინფორმაციით, ხვალ დაგეგმილია ლეონიძის ქუჩა N12-ში მცხოვრები 5 სულიანი ოჯახის გამოსახლება. კახა კუკავას განცხადებით, ოჯახის გამოსახლებისგან გადარჩენა მხოლოდ საზოგადოების თანადგომითაა შესაძლებელი. 
,,მოვუწოდებთ ყველას, განსაკუთრებით საგარეჯოელებს, შევიკრიბოთ 11:00 საათზე და გადავარჩინოთ ეს ოჯახი მევახშე გრიგორიანის და მინისტრ წულუკიანის ძალადობისაგან. ასევე მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საზოგადოებრივ ჯგუფებს, რომ შემოუერთდნენ აქციას. ურდულაშვილების ოჯახმა სესხად თავის დროზე 5000 აშშ დოლარი აიღო, საიდანაც 2000 დოლარი უკვე დაფარა, ანუ რეალურად დავალიანება შეადგენს 3000 დოლარს. მოვალე თანახმაა მევახშე - იური გრიგორიანს გადაუხადოს 3000 დოლარის დავალიანება სარგებელთან ერთად 15000 დოლარის ოდენობით, თუმცა ამაზეც წინააღმდეგია და ითხოვს 20000 დოლარს, ანუ რეალურად არსებული დავალიანების თითქმის 670%-ს“, - აცხადებს კახა კუკავა.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“