ფრანკფურტის მუსიკის აკადემიის დოცენტი სიღნაღში კონცერტს გამართავს

 (photo: )

20 აპრილს, ქ. სიღნაღში, ფრანკფურტის მუსიკის აკადემიის დოცენტი ტარიელ სუარი კონცერტს გამართავს. 

ქართველი კლასიკური გიტარისტი სიღნაღის თეატრში დაუკრავს. როგორც knews.ge-ს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, ტარიელ სუარი ესპანური რენესანსის, ბაროკოს, კლასიციზმის, რომანტიზმისა და იმპრესიონიზმის ეპოქის კომპოზიციებს შეასრულებს. უწყების ინფორმაციით, ღონისძიება 15:00 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება უფასოა.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“