მხოლოდ ქართულის ათ საუკეთესოში თელავიდან 3 მონაწილე მოხვდა

 (photo: )

მუსიკალური მეგა შოუს "მხოლოდ ქართული" ათ ფინალისტის ვინაობა ცნობილია. 

ჟიურის წევრებმა მარინა ბერიძემ, გიორგი უშიკიშვილმა და სოფო ნიჟარაძემ ათ საუკეთესოს შორის თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ალექსანდრე მრელაშვილი, შოთა ლეგაშვილი და გოგა გიორგელაშვილი შეარჩიეს. ფინალისტების განცხადებით, მათთვის ჟიურის გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა. 
"ველოდი, რომ ჟიური შემარჩევდა. როდესაც გამოაცხადეს პირველი ფინალისტი და თქვეს, რომ კახეთიდან უნდა ყოფილიყო და ჩემი სახელი და გვარი დაასახელეს, გავოცდი. ვერ აღვწერ, როგორი გახარებული ვიყავი. ძალიან დიდი შემართებით ვარ", - განაცხადა ალექსანდრე მრელაშვილმა. 
"გულის სიღრმეში მჯეროდა, რომ ჟიური დამასახელებდა. როდესაც გამოაცხადეს ჩემი სახელი და გვარი, სიტყვებით ვერ გადმოვცემ, რა ვიგრძენი. მოუთმენლად ველი კონცერტებს", - აღნიშნა შოთა ლეგაშვილმა. 
"მხოლოდ ქართული" მუსიკალური მეგა შოუა, რომელიც დამწყებ ან გამოცდილ მომღერლებს შესაძლებლობას აძლევს პირდაპირ ეთერში, მილიონიანი აუდიტორიის წინაშე ქართული სიმღერით წარსდგნენ. პროექტში მხოლოდ ქართული სიმღერები გაჟღერდება. შოუს პროდიუსერის, გიორგი უშიკიშვილის ინფორმაციით, პროექტის მიზანი ქართული სიმღერის პოპულარიზაციაა.

გოგა გიორგელაშვილი, კონკურსის მონაწილე

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“