თელავში 16 წლის გოგონას მანქანა დაეჯახა

 (photo: )

თელავში, ერეკლე მეორის ქუჩაზე, ქვეითად მოსიარულეს "ოპელის" მარკის ავტომანქანა დაეჯახა. 

საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსის" ცნობით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც 16 წლის გოგონა „ზებრა“ გადასასვლელზე გადადიოდა.
შეჯახების შედეგად ახალგაზრდამ სხეულის სხვადახვა ხარისხის დაზიანება მიიღო. დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმის თქმით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და მას სამედიცინო გამოკვლევები უტარდება.
როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას, რომელმაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“