ახმეტაში სასწრაფო დახმარების მანქანა ავარიაში მოყვა

 (photo: Irakli Gedenidze)

ახმეტის მუნიციპალიტეტში სასწრაფო დახმარების მანქანას მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევა სოფელ ზემო ალვანში გვიან ღამე მოხდა. 

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდნენ ექიმი და ექთანი. ისინი სხეულის სხვადასხვა დაზიანებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ შესაბამისი გამოკვლევები უკვე ჩაუტარდათ. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. 
როგორც Knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“