თელავის სოფელ ვანთაში მოსკვიჩის მარკის ავტომობილი დაიწვა

 (photo: )

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთაში მოსკვიჩის მარკის ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა.

 როგორც knews.ge-ს ვანთის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა გიორგი ნაპირელმა განუცხადა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 
„მანქანაში ცეცხლი იმ დროს გაჩნდა, როდესაც მძღოლი ავტომობილიდან გამდოდიოდა. შემთხვევა მოულოდნელად მოხდა. უცნობია, რამ გამოიწვია მანქანის დაწვა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და პოლიცია იყო მობილიზებული“, - განაცხადა გიორგი ნაპირელმა. 
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

საინფორმაციო სააგენტო "პირველის" ფოტო

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“