რეგიონული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ქვე-გრანტები გამოიყო

 (photo: )

EU4Business-ის პროექტმა „საქართველო ევროპულ გზაზე: ეფექტური მოდელის შექმნა DCFTA-სა და მცირე და საშუალო მეწარმეობის სტრატეგიის განხორციელებისთვის“ რეგიონული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციათა საპროექტო განაცხადების მიღება გამოაცხადა. 

რეგიონული ორგანიზაციებისთვის გამოყოფილი ქვე-გრანტები მიზნად ისახავს სამოქალაქო სექტორის მხარდაჭერას მიმდინარე დისკუსიებისა და ღრმა და ყოვლისმომცევლი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელების შესახებ ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობაში და მათ დახმარებას, გახდნენ თავთავიანთი წრეების აქტიური წევრები, ჩართონ და DCFTA-ს შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას, განსაკუთრებით, მცირე და საშუალო მეწარმეებს. 
ქვე-გრანტები გამოიყოფა ორი მიმართულების საფუძველზე: DCFTA-ს შესახებ ცნობიერების ამაღლება ქართულ საზოგადოებაში; რეგიონულ მცირე და საშუალო საწარმოებსა და საჯარო მოსამსახურეებში.
განაცხადის შეტანის ბოლო ვადა არის 31 მაისი. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე:
http://mail.eu4business.com/ka/news/sakartvelo-eu4business-proekti-regionuli-samokalako-sazogadoebis-organizaciata-ganacxadebis
 

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“