სკოლებისა და ბაღების მიმდებარე საგზაო ინფრასტრუქტურის საკითხების შესწავლა იწყება

 (photo: )

საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციამ სკოლებისა და სკოლამდელი დაწესებულებების მიმდებარე საგზაო ინფრასტრუქტურის საკითხების შესწავლა დაიწყო. 

ასოციაციაში აცხადებენ, რომ ბევრი ავტოსაგზაო შემთხვევა ხდება უშუალოდ სკოლების მიმდებარედ, სადაც ყოფილა ბავშვთა მსხვერპლიც. 
"გვაქვს მიზანი, რომ დაიწყოს "სასკოლო ზონის" პრინციპის დანერგვა, სადაც იმოქმედებს საგზაო უსაფრთხოების განსაკუთრებული და თანამედროვე სტანდარტები. ამისთვის პირველ რიგში საჭიროა აღრიცხვიანობა, რის შემდეგაც ვგეგმავთ მივმართოთ თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს. გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენს ხელთ არსებული ინფორმაცია "სახიფათო სკოლების" შესახებ. ასევე მოგმართავთ თხოვნით, გაავრცელოთ პოსტი, რაც საშუალებას მოგვცემს შევქმნათ სრულყოფილი საინფორმაციო ბაზა", - აცხადებენ ასოციაციაში.
ორგანიზაციის ცნობით, ინიციატივა მნიშვნელოვანია ბავშვების უსაფრთხოებისათვის, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში გარდაცვლილია 100-მდე და დასახიჩრებულია 2 500-ზე მეტი ბავშვი, რაც საშუალო ევროპულ მაჩვენებელს 4-ჯერ, ხოლო საუკეთესოს 7-8-ჯერ აღემატება.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“