ხვალ სიღნაღის მუნიციპალიტეტს გაზმომარაგება შეუწყდება

 (photo: )

კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზის” ინფორმაციით, ხვალ, 17 მაისს, სიღნაღის მუნიციპალიტეტს გაზმომარაგება შეეზღუდება. 

როგორც კომპანიაში განმარტავენ, ბუნებრივი აირის შეწყვეტის მიზეზი გაზსადენის სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოებია. 
,,17 მაისის შუადღის 14:00 საათიდან საღამოს 16:00 საათამდე სიღნაღის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, ქალაქ სიღნაღს, სოფელ ნუკრიანსა და სოფელ ზემო მაღაროს გაზმომარაგება შეუწყდება. აბონენტებს ბუნებრივი აირის მიწოდება 17 მაისის 16:00 საათიდან, სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად აღუდგებათ’’, - განაცხადეს კომპანიაში.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“