ლაგოდეხის საკრებულომ გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმის შემუშავება დაიწყო

 (photo: )

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმის შემუშავება დაიწყო. 

როგორც Knews.ge-ს საკრებულოს თავმჯდომარემ, კახა ჯამბურიამ განუცხადა, სამოქმედო გეგმაში გათვალისწინებული იქნება გენდერული თანასწორობის საბჭოს გაძლიერება, ცნობადობის ამაღლება და ქმედუნარიანობის ხელშეწყობა. 
„ჩვენ დავიწყეთ გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმაზე მუშაობა. ჩვენ შევქმენით გენდერული თანასწორობის საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც შედიან საკრებულოს წევრები, მერიის სამსახურების თანამშრომლები, არასამთავრობო სექტორის და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. ჩვენ გვქონდა ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებთან შეხვედრა და ვიწყებთ სამოქმედო გეგმის შემუშავებას. ამ გეგმის მიხედვით იმუშავებს გენდერული თანასწორობის საბჭო. გეგმაში ყურადღება გამახვილდება გენდერული თანასწორობის ყველა საკითხზე, მათ შორის ამ მიმართულებით ბიუჯეტის დაგეგმვაზე“, - განუცხადა knews.ge-ს კახა ჯამბურიამ.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“