სოფელ კისისხევში 14 წლის გოგონა გარდაიცვალა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში მცხოვრები 14 წლის გოგონა გარდაიცვალა.

 ის მძიმე დაავადებას, სიმსივნეს ებრძოდა. 
"ქეთი ერთ თვეზე მეტია იმყოფებოდა მიხეილ იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში. მას ჩაუტარდა სამი გადაუდებელი ოპერაცია, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და იმყოფებოდა რეანიმაციულ განყოფილებაში. მისი გადარჩენა, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა", - წერენ სოციალურ ქსელში ქეთის მეგობრები.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“