თელაველმა ძალოსანმა ამერიკის ჩემპიონატზე პირველი ადგილი აიღო

ამერიკის შეერთებულ შტატების ქალაქ ორლანდოში პაუერლიფთინგში აშშ-ს ღია პირველობა (Raw National Championships) გაიმართა, რომელშიც გამარჯვება თელაველმა ძალოსანმა, ბექა მაზანიშვილმა პირველი ადგილი აიღო. 

ის კლუბ „ფენიქსის“ ხელმძღვანელი და საქართველოს პაუერლიფთინგის ფედერაციის პრეზიდენტია. 
„წინასაშეჯიბრო მზადების პერიოდში მე ტრავმა მქონდა მიღებული, თუმცა, მიუხედავად ამისა, მაინც შევძელი შედეგიანად ასპარეზობა, Men Masters დივიზიონში დავეუფლე ჩემპიონის ტიტულს და ოქროს მედლით დამაჯილდოვეს. ეს მასშტაბური შეჯიბრება იყო საკვალიფიკაციო ასპარეზობა მომავალი მსოფლიო ჩემპიონატისათვის, რომელიც შემოდგომაზე უნდა ჩატარდეს აშშ-ში. მე უკვე დავიწყე მზადება მსოფლიო ჩემპიონატისთვის“, - განუცხადა Knews.ge-ს ბექა მაზანიშვილმა. 
შეჯიბრება ჩატარდა მსოფლიო პაუერლიფტინგის კონგრესის (World Powerlifting Congress, WPC) ვერსიით, ხოლო მისი ორგანიზატორი იყო ამერიკის პაუერლიფტინგის ფედერაცია (American Powerlifting Federation, APF).

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“