თელავში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

 (photo: )

თელავში ავტოსაგზაო შემთხვევას მამაკაცი ემსხვერპლა. 

სააგენტო ,,ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, თბილისის გზატკეცილზე მოძრავი "გოლფის" მარკის ატომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა. 
შემთხვევის დროს მანქანაში ორი ახალგაზრდა იმყოფებოდა. ერთი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორეს კი ამ წუთებში სამედიცინო გამოკვლევა უტარდება. 
ექიმის თქმით, დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. 
როგორც Knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მე-5 ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რომელმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“