გომბორზე ავარიისას ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, მათგან, სავარაუდოდ, ორი ბავშვია

 (photo: )

თბილისიდან გომბორის უღელტეხილზე მიმავალი მიკროავტობუსი, რომელსაც ექსკურსიაზე ბავშვები გადაყავდა, ხევში გადავარდა. 

შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, მათგან, სავარაუდოდ, ორი ბავშვია. ადგილზე მობილიზებულები არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები, რომლებსაც ხევიდან გარდაცვლილები და დაშავებულები ამოჰყავთ. ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. 
როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას, რომელმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

ფოტო: ,,ინტერპრესნიუსი"

გადაღებულია შემთხვევის ადგილზე

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“